კომპანიმ შესაძლოა ბარნლი ჩაიბაროს

„The Athletic“-ის ცნობით, „ანდერლეხტის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ვინსენტ კომპანიმ, შესაძლოა, „ბარნლის“ ხელმძღვანელობა დაიწყოს.
წყაროს ცნობით, „კლარეტსის“ ხელმძღვანელობა სამ შესაძლო კანდიდატთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, მათ შორის „მანჩესტერ სიტის“ ლეგენდასთან.
სხვა კანდიდატების სახელები არ გახმაურებულა, თუმცა კლუბი ახალი მთავარი მწვრთნელის პოვნას მომავალი კვირის ბოლომდე გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ ბარნლი ბოლო რაუნდში ნიუკასლთან დამარცხდა და ინგლისის პრემიერ ლიგაში ექვსი სეზონის შემდეგ ჩემპიონშიფში დაქვეითდა.
კომპანის ხელმძღვანელობით ანდერლეხტმა ბელგიის ჩემპიონატის ცხრილში მესამე ადგილი დაიკავა. 25 მაისს კლუბის პრესსამსახურმა 36 წლის ფეხბურთელის წასვლის შესახებ განაცხადა.















