„არსენალი“ მზადაა, „იუვენტუსთან“ ფეხბურთელები გაცვალოს.

მარკო კონტერიომ Twitter-ზე დაწერა, რომ „არსენალმა“ შესაძლოა „იუვენტუსთან“ ფეხბურთელები გაცვალოს.
„მეთოფეებს“ არტურის დამატება სურთ, რომლის უფლებებიც ტურინულ კლუბს ეკუთვნის. თუმცა, ისინი ბრაზილიელის სანაცვლოდ 40 მილიონი ევროს გადახდას არ აპირებენ. სანაცვლოდ, ლონდონური კლუბი მზადაა, „იუვენტუსის“ ფეხბურთელი თომას პარტეი შესთავაზოს.
არტურმა „ბიანკონერისთან“ 2020 წელს გააფორმა კონტრაქტი. იტალიურმა გუნდმა მისი ტრანსფერის სანაცვლოდ „ბარსელონას“ 76 მილიონი ევრო გადაუხადა. 25 წლის მცველმა 21/22 წლების სეზონში 31 თამაში ჩაატარა (1 საგოლე გადაცემა). არტურის ფასი 20 მილიონი ევროა (Transfermarkt).
პარტეი „არსენალს“ 2020 წელს „ატლეტიკო მადრიდიდან“ 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. ნახევარმცველმა 2021/22 წლების სეზონში 26 მატჩი ჩაატარა (2 გოლი, 1 საგოლე გადაცემა). მისი ღირებულება 40 მილიონ ევროდ არის შეფასებული.















