20:46 ()
სიის ჩაკეცვა

„ბაიერი“ მზადაა, თავისი ერთ-ერთი ლიდერი 70 მილიონ ევროდ გაყიდოს.

გამოქვეყნების თარიღი: 05/28/2022 08:32

„ბაიერ ლევერკუზენს“ მუსა დიაბის გაცემა არ აქვს დაგეგმილი, თუმცა, 70 მილიონი ევროს შეთავაზების შემთხვევაში, მისი გაყიდვაზე ფიქრი სურს. ამის შესახებ მანუელ ვეტმა Twitter-ზე განაცხადა.

დიაბი პსჟ-ს აკადემიაში განვითარდა, თუმცა პარიზელების პირველ გუნდში ვერ მოხვდა. „ბაიერ ლევერკუზენმა“ ვინგერი 2019 წელს 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა. 22 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი „ლევერკუზენელებთან“ 2025 წლის ივნისში იწურება. ამ სეზონში მუსამ 42 მატჩი ჩაატარა (17 გოლი, 14 საგოლე გადაცემა).

დიაბის საბაზრო ღირებულება 55 მილიონი ევროა (Transfermarkt.de-ს მიხედვით).

გასული წლის სექტემბერში მან პირველად ითამაშა საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში.


სოციალური კომენტარი კაკლიe