იტალიელი მცველის შეძენით „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ტოტენჰემი“ არიან დაინტერესებულნი.

ეკრემ კონურმა Twitter-ზე დაწერა, რომ ორი ინგლისური გიგანტი ალესანდრო ბასტონის დამატებას განიხილავს. „ინტერის“ მცველით ასევე დაინტერესებულნი არიან „ტოტენჰემ ჰოტსპური“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“.
ბასტონიმ ატალანტას საფეხბურთო აკადემია დაამთავრა. ინტერმა მისი ტრანსფერი 2017 წელს დაასრულა და ცენტრალური მცველის სანაცვლოდ 31 მილიონ ევროზე ოდნავ მეტი გადაიხადა. მას მილანურ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. 2021/2022 წლების სეზონში მან სერია A-ს 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა (ერთი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა).
23 წლის იტალიელის საბაზრო ღირებულება 60,000,000 ევროა.
ბასტონის დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 2020 წლის შემოდგომაზე შედგა. მან სულ 11 მატჩი ჩაატარა.
















