01:22 ()

ნიუკასლ იუნაიტედი ლიონის თავდამსხმელის დამატებას აპირებს

გამოქვეყნების თარიღი: 05/28/2022 08:33

ლუკას პაკეტამ შესაძლოა თავისი უნარები ინგლისის პრემიერ ლიგაში გამოსცადოს. The Times-ის ცნობით, 24 წლის ბრაზილიელის შეძენით „ნიუკასლ იუნაიტედი“ დაინტერესებულია.

წყაროს ცნობით, „კაჭკაჭები“ მზად არიან, ტრანსფერების რეკორდი მოხსნან და შემტევი ნახევარმცველის სანაცვლოდ „ლიონს“ 50 მილიონი ფუნტი (~59 მილიონი ევრო) შესთავაზონ.

პაკეტამ ამ სეზონში ლიონის მაისურით ყველა ტურნირზე 44 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ ნახევარმცველი რეგულარულად იძახებენ ბრაზილიის ნაკრებში. 2018 წლის სექტემბრიდან მოყოლებული, ლუკასმა მოედანზე 31-ჯერ გამოჩნდა (7 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა).

პაკეტის მოქმედი შრომითი კონტრაქტი კლუბთან 2025 წლის 30 ივნისამდეა ძალაში.


სოციალური კომენტარი კაკლიe