ზინჩენკო შესაძლოა „მანჩესტერ სიტიდან“ „არსენალში“ გადავიდეს

„დეილი მეილის“ ცნობით, ალექსანდრ ზინჩენკომ შესაძლოა ამ ზაფხულს „მანჩესტერ სიტი“ დატოვოს. უკრაინელი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს „არსენალიც“ იჩენს.
მიკელ არტეტა ზინჩენკოს ტრანსფერს ცდილობს. „მეთოფეების“ მენეჯერი უკრაინელი ნახევარდაცვის ცენტრში გამოყენებას გეგმავს. ალექსანდრი მსგავს პოზიციაზე თამაშობს უკრაინის ეროვნულ ნაკრებში. „სიტიში“ ზინჩენკო, როგორც წესი, მარცხენა მცველად თამაშობს.
არტეტას, რომელიც ადრე „სიტის“ სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა, 25 წლის ფეხბურთელთან კარგი ურთიერთობა აქვს. თუმცა, ზინჩენკოს დაქირავება ადვილი არ იქნება, რადგან მისი მომსახურებით სხვა კლუბებიც არიან დაინტერესებულნი.
რამდენიმე წყარომ ადრე გაავრცელა ინფორმაცია ალექსანდერის „მანჩესტერ სიტიში“ დარჩენის სურვილის შესახებ. 2021/22 წლების სეზონში მან პრემიერ ლიგის 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა.















