ძანიოლო რომასთან გაუმჯობესებულ კონტრაქტს მიიღებს

„რომა“ ნახევარმცველის, ნიკოლო ძანიოლოს შენარჩუნების მცდელობებს აგრძელებს.
სანდო წყაროს, ნიკოლო სკირას ცნობით, „ვულვზის“ ხელმძღვანელობა 22 წლის ფეხბურთელს ახალი კონტრაქტის შეთავაზებას გეგმავს, რომელიც ფინანსური პირობების გაუმჯობესებას მოიცავს. მხარეებს შორის შეხვედრა უახლოეს დღეებში გაიმართება.
კონფერენციის ლიგის ფინალში გამარჯვების გოლის გამტანს ამჟამად კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
ძანიოლომ ამ სეზონში 42 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ყვითელ-წითელი ნახევარმცველის მთავარ პრეტენდენტებად „იუვენტუსი“ და „მილანი“ მიიჩნევიან.















