01:33 ()

ჯერარდს სუარესი ასტონ ვილაში სურს

გამოქვეყნების თარიღი: 05/29/2022 01:32

„ლივერპულისა“ და „ბარსელონას“ ყოფილი თავდამსხმელი ლუის სუარესი შესაძლოა ინგლისის პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს.

ნიკოლო სკირას ცნობით, ურუგვაელის მომსახურებით პირადად „ასტონ ვილას“ მენეჯერი სტივენ ჯერარდია დაინტერესებული.

„ლომების“ მთავარი მწვრთნელი სუარესს კარგად იცნობს, რადგან ისინი „ლივერპულში“ ერთად თამაშობდნენ. ჯერარდმა პირადად დაურეკა თავდამსხმელს, რათა დაერწმუნებინა, რომ გუნდში შეერთებოდა.

35 წლის ფეხბურთელს „ატლეტიკოსთან“ კონტრაქტი მალე ეწურება და სუარესი თავისუფალი აგენტი იქნება.

2021/22 წლების ლა ლიგის სეზონში ურუგვაელმა თავდამსხმელმა „ლეიბების შემქმნელთა“ რიგებში 35 მატჩი ჩაატარა (11 გოლი და 3 საგოლე გადაცემა).


სოციალური კომენტარი კაკლიe