01:13 ()

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ნევეშისთვის „ბარსელონას“ დაუპირისპირდება

გამოქვეყნების თარიღი: 05/30/2022 00:39

„The Sun“-ის ცნობით, „მანჩესტერ იუნაიტედი“ რუბენ ნევეშისთვის იბრძოლებს, რომლის უფლებებიც „ვულვერჰემპტონს“ ეკუთვნის.

25 წლის პორტუგალიელის მსურველთა შორის ასევე „ბარსელონაა“. თავად ნახევარმცველი მზადაა განიხილოს კლუბები, რომლებიც მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებენ. ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელი „არსენალის“ პრიორიტეტული სამიზნეა.

ნევეში „პორტუს“ ახალგაზრდული სისტემის აღზრდაა. ის „დრაკონებში“ 2017 წლამდე თამაშობდა, რის შემდეგაც 17 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ „ვულვერჰემპტონ უონდერერსში“ გადავიდა.

ნახევარმცველმა ამ სეზონში 36 მატჩი ჩაატარა (4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა). მისი კონტრაქტი „ვულვზთან“ 2024 წლის ზაფხულში იწურება.

Transfermarkt.de პორტუგალიელს 40 მილიონ ევროდ აფასებს.


სოციალური კომენტარი კაკლიe