„არსენალმა“ შესაძლოა „ინტერის“ მცველი დაიმატოს

The Sun-ის ცნობით, „მეთოფეები“ დაინტერესებულნი არიან ფედერიკო დიმარკოთი, რომელიც იტალიურ „ინტერში“ თამაშობს.
კირან ტირნის ტრავმის გამო „არსენალს“ მარცხენა მცველი სჭირდება. „ნერაძური“ დიმარკოს გაშვებას აპირებს და მის სანაცვლოდ დაახლოებით 20 მილიონ ევროს ითხოვს.
იტალიელმა ფეხბურთი „ინტერში“ ისწავლა, თუმცა 2017 წელს დატოვა. ერთი წლის შემდეგ მილანურ გუნდს დაუბრუნდა. 2021/2022 წლების სეზონში დიმარკომ 42 მატჩი ჩაატარა (ორი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა გააკეთა). 24 წლის ფედერიკოს „ინტერთან“ კონტრაქტი 2026 წლის ივნისში იწურება.
Transfermarkt.de-ს მონაცემებით, მცველის საბაზრო ღირებულება 16 მილიონი ევროა.
გასულ წელს დიმარკო პირველად მიიწვიეს იტალიის ეროვნულ ნაკრებში.















