„ლივერპულმა“ დემბელესთან კონტაქტი დაამყარა.

მერსისაიდელებს ფრანგი ვინგერის დამატება სურთ.
„ლივერპული“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შემადგენლობის გაძლიერების სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს.
Sport.es-ის ცნობით, „წითლებმა“ უსმან დემბელეს დაუკავშირდნენ, რათა გაერკვნენ, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ფეხბურთელს შესაძლო ტრანსფერის მიმართ.
წყაროს ცნობით, „ლივერპულს“ 25 წლის ფეხბურთელისთვის „ჩელსისთან“ კონკურენცია მოუწევს. „ბარსელონა“ ასევე აგრძელებს ფრანგთან კონტრაქტის გახანგრძლივების მცდელობებს.
დემბელე კატალონიურ კლუბში 2017 წელს დორტმუნდის ბორუსიიდან გადავიდა. ტრანსფერის ღირებულება 140 მილიონი ევრო იყო.
2021/22 წლების სეზონში უსმენი ტოპ 5 ლიგაში საუკეთესო საგოლე გადაცემა იყო. ლა ლიგის 21 მატჩში მან 13 საგოლე გადაცემა გააკეთა.















