მიუნხენის „ბაიერნმა“ მანეს ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გაააქტიურა.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, სადიო მანეს „ბაიერნში“ ტრანსფერის შესახებ მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაში შევიდა.
„ლივერპულის“ ვინგერმა გუნდის შეცვლა გადაწყვიტა, რის შესახებაც „ბაიერნმა“ იცოდა. თუმცა, სენეგალელი არ ჩქარობდა საკითხის გადაჭრას და მთლიანად ჩემპიონთა ლიგის ფინალზე გაამახვილა ყურადღება, ამიტომ მოლაპარაკებები არასდროს დასრულებულა.
რამდენიმე წყარომ ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელი ლივერპულში თავისი ხელფასით უკმაყოფილო იყო. ინგლისურ კლუბში ის გადასახადების გადახდამდე წელიწადში 12 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. მანე კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებს შორის არ შედის.
გასულ სეზონში სადიო „ლივერპულის“ რიგებში 51 მატჩი ჩაატარა, 23 გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა გააკეთა. მანეს კონტრაქტი „მერსისაიდელებთან“ 2023 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.















