წყარო: ზიდანი პსჟ-ს არ უხელმძღვანელებს

„ტელფუტის“ ცნობით, ზინედინ ზიდანი „პსჟ“-ში არ გადავა. „წითელ-ლურჯების“ ხელმძღვანელობამ 49 წლის სპეციალისტის გუნდის მენეჯერად მოწვევის იდეაზე უარი თქვა.
ზიდანი „პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობის მთავარ სამიზნედ ითვლებოდა, თუმცა მენეჯერმა კლუბის შეთავაზებაზე უარი თქვა. პარიზული გუნდის პროექტმა ის ვერ დაარწმუნა.
წყარომ აღნიშნა, რომ პსჟ-ს მწვრთნელის თანამდებობის კანდიდატთა საბოლოო სიაში შედიოდნენ გალტიე, რომელიც ნიცას ხელმძღვანელობს, მოტა, რომელიც სპეციაში მუშაობს, ამორიმი, რომელიც სპორტინგს ხელმძღვანელობს და კონსეისაო, რომელიც პორტოს მწვრთნელია.
აღსანიშნავია, რომ მაურისიო პოჩეტინო, რომელიც ამჟამად პარიზელებს წვრთნის, გუნდის დატოვებას არ გეგმავს. არგენტინელ მწვრთნელს კონტრაქტი 2023 წლის ივნისში ეწურება.















