მადრიდიდან ლონდონში? ლუნინით პრემიერ ლიგის კიდევ ერთი კლუბი დაინტერესდა.

„სანდეი მირორის“ ცნობით, „ვესტ ჰემი“ უკრაინელი მეკარე ანდრეი ლუნინით ინტერესდება. ლონდონური კლუბი 23 წლის ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით „რეალ მადრიდთან“ მოლაპარაკებების დაწყებას მალე გეგმავს, რომლის მიზანიც ერთწლიანი იჯარით გამოსყიდვის უფლებით აღებაა.
აღსანიშნავია, რომ პოლონელი ლუკაშ ფაბიანსკი „ჩაქუჩების“ სასტარტო მეკარედ ითვლება, ხოლო ალფონს არეოლა, რომელიც პსჟ-დან იჯარით არის აყვანილი, სათადარიგოთა სკამზე თამაშობს. „ვესტ ჰემი“ უკრაინელი მეკარის ადგილის დაკავებას განიხილავს.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ლუნინით სხვა ინგლისური კლუბებიც დაინტერესდნენ, მათ შორის ტოტენჰემი და ლესტერ სიტი. ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია ესპანური კლუბის, ვილიარეალის, ინტერესის შესახებ.
ლუნინი კლუბის შეცვლას არ ერიდება, რადგან ტიბო კურტუას შემდეგ მას პრაქტიკულად არ აქვს სათამაშო დრო. მან ამ სეზონში ესპანეთის ლიგაში მხოლოდ ორი თამაში ჩაატარა.















