ლუკაკუს აგენტი „ინტერთან“ ფეხბურთელის დაბრუნებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს გამართავს.

რომელუ ლუკაკუს მენეჯერი, სებასტიან ლედური, 31 მაისს მილანში ჩავა, სადაც ის „ინტერის“ წარმომადგენლებს შეხვდება. მოლაპარაკებები „ჩელსის“ თავდამსხმელის მილანურ კლუბში დაბრუნებას შეეხება, სადაც ის 2019 წლიდან 2021 წლამდე თამაშობდა. ინფორმაცია ნიკოლო სკირამ თავის Twitter-ის გვერდზე გაავრცელა.
ერთ-ერთმა ინსაიდერმა აღნიშნა, რომ ლონდონელები მზად არიან ბელგიელს დაშორდნენ, რომელიც გასულ ზაფხულს 113 მილიონ ევროდ შეიძინეს. „არისტოკრატები“ მზად არიან თავდამსხმელი ან იჯარით გაიტანონ, ან გაყიდონ.
2021/2022 წლების სეზონში რომელუმ „ჩელსის“ მაისურით 44 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.
29 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი ლონდონელებთან 2026 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. ლუკაკუს სავარაუდო ღირებულება 85,000,000 ევროა.















