17:37 ()
მატჩის გრაფიკი
შაბათს, 05 სექტემბერს
სიის ჩაკეცვა

კოვალენკო „შახტარში“ დაბრუნებას არ გამორიცხავს

გამოქვეყნების თარიღი: 05/31/2022 20:46

უკრაინელი ნახევარმცველი მომავალ ზაფხულს ყველა ვარიანტს განიხილავს.

ვიქტორ კოვალენკო „ატალანტას“ ფეხბურთელია, თუმცა 2021/22 წლების სეზონი „სპეციაში“ იჯარით გაატარა.

26 წლის ფეხბურთელმა ახსნა ის პირობები, რომელთა შემთხვევაშიც მას შახტარში დაბრუნება შეეძლო.

„შახტარი? ვფიქრობ, ყველაფერი შესაძლებელია. არსებობს შანსი, რომ მშობლიურ კლუბში დავბრუნდე. თუ UPL-ის შემდეგი სეზონი ჩატარდება, რატომაც არა? მზად ვარ, ეს განვიხილო“, - განაცხადა ფეხბურთელმა „ვაცკო ლაივში“.

უკრაინელმა ფეხბურთელმა „შახტარი“ 2021 წლის აგვისტოში დატოვა და „ატალანტაში“ გადავიდა. ტრანსფერის ღირებულება 600 000 ევრო იყო.

ამ სეზონში ყველა საკლუბო ტურნირში კოვალენკომ 27 მატჩი ჩაატარა (1 გოლი და 4 საგოლე გადაცემა).


სოციალური კომენტარი კაკლიe