„ჩელსი“ ჰაკიმის სიტუაციას აკვირდება.

აჩრაფ ჰაკიმი შესაძლოა ამ ზაფხულს პსჟ-დან ჩელსიში გადავიდეს. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაროკოელი პარიზში თავისი პოზიციით უკმაყოფილოა და სეზონის ბოლოს გუნდის დატოვებას განიხილავს.
„ატლეტიკი“ იუწყება, რომ „ჩელსიმ“ შესაძლოა სიტუაციით ისარგებლოს. ლონდონელი მზადაა, ჰაკიმის შესაძენად ბრძოლაში ჩაერთოს. აღსანიშნავია, რომ მცველი გასულ ზაფხულს „ჩელსიში“ გადასვლაზე ფიქრობდნენ, თუმცა მან „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლა ამჯობინა.
პარიზელებმა ჰაკიმის უფლებები 2021 წელს 66,5 მილიონ ევროდ შეიძინეს. ინტერმა, რომელიც მაროკოელის გაშვებას არ გეგმავდა, სერიოზული ფინანსური სირთულეების გამო მისი გაყიდვა გადაწყვიტა. სეზონის დაწყებიდან მოყოლებული, აშრაფმა „წითელ-ლურჯების“ შემადგენლობაში 41 თამაში ჩაატარა (4 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა).
23 წლის მცველის ღირებულება 65 მილიონ ევროს შეადგენს (წყარო: Transfermarkt).















