რეალ მადრიდს ამერიკელი მეკარე სლონინას დამატება სურს

„ჩიკაგო ფაიერის“ მეკარე გაბრიელ სლონინამ შესაძლოა კარიერა ესპანეთის ლა ლიგაში გააგრძელოს, - ამის შესახებ ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ Twitter-ზე დაწერა.
წყაროს ცნობით, მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობა 18 წლის ამერიკელისთვის შეთავაზებას ამზადებს.
მანამდე პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაბრიელის მომსახურებით „ბაიერნი“, „ჩელსი“, „იუვენტუსი“ და „ვულვერჰემპტონი“ იყვნენ დაინტერესებულნი.
შეგახსენებთ, რომ სლონინამ ადრე პოლონეთის ნაკრებში გამოიძახეს, თუმცა თავად ამერიკის ნაკრებში თამაშს აპირებს.
შეგახსენებთ, რომ ტიბო კურტუას შემცვლელი ანდრეი ლუნინია და კიდევ ერთი ახალგაზრდა მეკარის ტრანსფერმა შესაძლოა უკრაინელი ფეხბურთელის სათამაშო დროის მოპოვების შანსები კიდევ უფრო შეამციროს.
მიმდინარე გათამაშებაში სლონინას 13 მატჩი აქვს ჩატარებული (5-ში კარი მშრალად არ დაუტოვებია) და 20 გაშვებული გოლი აქვს.
















