„რუბინის“ მცველი ურემოვიჩი „ჰერტა ბერლინში“ გადავიდა.

ფილიპ ურემოვიჩი „რუბინ ყაზანს“ დაშორდა. მომავალი სეზონიდან ხორვატი „ჰერტა ბერლინში“ ითამაშებს. გერმანულ კლუბს ფეხბურთელისთვის თანხის გადახდა არ მოუწია, რადგან ის გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
„მე ვაპირებ ჩემს კარიერაში შემდეგი ნაბიჯის გადადგმას, განვითარების გაგრძელებას და გუნდისთვის სასარგებლო ვიყო, სწორედ ამიტომ აღმოვჩნდი აქ“, - ურემოვიჩის განცხადება ბერლინური კლუბის ვებსაიტზე გამოქვეყნდა.
ხორვატმა „რუბინი“ მარტში დატოვა მას შემდეგ, რაც უეფამ და ფიფამ უცხოელ ფეხბურთელებს რუსულ კლუბებთან კონტრაქტების შეჩერების უფლება მისცეს. ურემოვიჩმა სეზონის მეორე ნახევარი „შეფილდში“ გაატარა. ცენტრალური მცველის აგენტი ადრე აცხადებდა, რომ მისი კლიენტი ზაფხულში „რუბინში“ დაბრუნდებოდა, მაგრამ ეს არასდროს მომხდარა.















