გიოტცე შესაძლოა მილანში გადავიდეს

„პსვ ეინდჰოვენის“ ფეხბურთელ მარიო გიოტცეს სხვა კლუბებისგან რამდენიმე შეთავაზება აქვს. ტრანსფერი შესაძლოა ამ ზაფხულს განხორციელდეს. ეს ინფორმაცია პატრიკ ბერგერის Twitter-ის გვერდზე გამოქვეყნდა.
გიოტცეს მთავარი პრეტენდენტები „მილანი“ და „ბენფიკა“ არიან. კლუბების წარმომადგენლებსა და ნახევარმცველის აგენტს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. გერმანელს „პსვ“-სთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. თუმცა, ეინდჰოვენის კლუბთან მისი კონტრაქტი 4-5 მილიონი ევროს ოდენობის გამოსასყიდ თანხას მოიცავს.
გიოტცე „წითელ-თეთრებს“ 2020 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მანამდე ის „ბორუსია დორტმუნდში“ თამაშობდა. გასულ სეზონში 52 თამაშში 29 წლის გერმანელმა 12 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მარიოს ფასი 12 000 000 ევროა ("Transfermarkt").















