01:46 ()

„ბარსელონა“ ბენ იედერით ინტერესდება

გამოქვეყნების თარიღი: 06/02/2022 00:10

გამოცემა GFFN, L'Equipe-ის წყაროდ მოხსენიებით, იუწყება „ბარსელონას“ ინტერესის შესახებ ვისამ ბენ იედერის მიმართ, რომლის უფლებებსაც „მონაკო“ ფლობს.

31 წლის თავდამსხმელს რამდენიმე ევროპული კლუბი განიხილავს, ამიტომ მისი მომავალი „მონეგასკელებთან“ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება.

ბენ იედერს ფრანგული წარმომავლობა აქვს. ის 2016 წლიდან 2019 წლამდე „სევილიაში“ თამაშობდა, რის შემდეგაც მონაკოში გადავიდა. 2021/2022 წლების სეზონში თავდამსხმელმა „მონეგასკელთა“ რიგებში 52 მატჩი ჩაატარა, 32 გოლი გაიტანა და შვიდი საგოლე გადაცემა გააკეთა.

ვისამს მონაკოსთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურება. მისი ფასი 25 მილიონი ევროა (Transfermarkt.de-ს მიხედვით).


სოციალური კომენტარი კაკლიe