ლივერპულმა მანეს შემცვლელი იპოვა.

ჟოაო პედროს კარიერა შესაძლოა ლივერპულში გაგრძელდეს. მერსისაიდელები უოტფორდის თავდამსხმელით არიან დაინტერესებულნი. ინგლისური გუნდის მწვრთნელი იურგენ კლოპი პოტენციურ ახალ შენაძენს სადიო მანეს შემცვლელად მიიჩნევს. ეს ინფორმაცია Daily Mail-მა გაავრცელა.
რამდენიმე წყარომ ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ სენეგალელს შეეძლო ლივერპულის დატოვება. პსჟ-მ მანეს მიმართ ინტერესი გამოთქვა და მის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო შესთავაზა. მიუნხენის „ბაიერნიც“ თავდამსხმელს ანალოგიურ თანხად აფასებდა და ასევე დაინტერესებულია მისი ამ ზაფხულს გადაბირებით.
პედროს „უოტფორდთან“ კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში იწურება. გასულ სეზონში ბრაზილიელმა პრემიერ ლიგის 28 მატჩში ოთხი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.
Transfermarkt.de 20 წლის ინგლისური კლუბის ფეხბურთელს 10 000 000 ევროდ აფასებს.















