23:37 ()

ვეინალდუმმა შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს პსჟ დატოვოს.

გამოქვეყნების თარიღი: 06/02/2022 22:32

Goal-ის ცნობით, ჯორჯინიო ვეინალდუმმა შესაძლოა პსჟ სეზონის შემდეგ დატოვოს.

ჰოლანდიელი შეშფოთებულია ნიდერლანდების ნაკრებში გამოძახების არარსებობით. მისი აზრით, ეს შესაძლოა პარიზელებთან ერთად ნაკლებად წარმატებული სეზონით იყოს გამოწვეული. ვეინალდუმი მიიჩნევს, რომ ასეთ ვითარებაში, შესაძლოა, ყატარში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ნაკრების შემადგენლობაში არ მოხვდეს და ამიტომ სხვა გუნდში გადასვლას განიხილავს.

წყარო აღნიშნავს, რომ ნახევარმცველი თავის მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მანამ არ მიიღებს, სანამ „პარი სენ-ჟერმენის“ ახალი მწვრთნელის სახელს არ გაიგებს.

2021/22 წლების სეზონში ვეინალდუმმა 38 თამაში ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა. 31 წლის ჟორჟინიოს კონტრაქტი პსჟ-სთან 2024 წლამდეა გათვლილი.


სოციალური კომენტარი კაკლიe