რუდიგერმა რეალ მადრიდთან კონტრაქტი გააფორმა.

მადრიდის „რეალმა“ ანტონიო რიუდიგერის ტრანსფერის შესახებ საკუთარ ვებგვერდზე განაცხადა. მცველმა მადრიდულ კლუბთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მისი, როგორც „ლოს ბლანკოსის“ მოთამაშის, პრეზენტაცია 20 ივნისს არის დაგეგმილი.
მანამდე, რამდენიმე წყარო იუწყებოდა, რომ გერმანელის ესპანურ გუნდთან გაფორმებულ შეთანხმებაში 400 მილიონი ევროს ოდენობის გამოსყიდვის პუნქტი იქნებოდა.
„რეალ მადრიდისთვის“ რიუდიგერი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პირველი ახალი შენაძენი იყო.
გერმანელი 2017 წლიდან 2022 წლამდე ჩელსიში თამაშობდა. გასულ სეზონში ანტონიომ ლონდონელების რიგებში 54 თამაში ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა. „არისტოკრატებთან“ ერთად 29 წლის ცენტრალურმა მცველმა ევროპა ლიგა, ჩემპიონთა ლიგა და უეფას სუპერთასი მოიგო.
რიუდიგერს ასევე 50 მატჩი აქვს გერმანიის ნაკრებში (2 გოლი).















