გნაბრიმ „ბაიერნთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა.

სერჟ გნაბრი „ბაიერნთან“ კონტრაქტს არ გააგრძელებს. თუმცა, ვინგერი მზადაა მიუნხენურ კლუბში კიდევ ერთი სეზონი გაატაროს. ეს ინფორმაცია კერი ჰოუმ გაავრცელა, რომელმაც აღნიშნა, რომ ფეხბურთელმა „ბაიერნის“ შეთავაზება ახალი კონტრაქტის შესახებ არ მიიღო.
როგორც არაერთი წყარო იუწყებოდა, გნაბრით „ლივერპული“ და „რეალ მადრიდი“ ინტერესს იჩენენ.
გერმანელმა საფეხბურთო კარიერა „არსენალში“ დაიწყო. ის „ბაიერნს“ 2017 წლის ზაფხულში შეუერთდა. გასულ სეზონში 26 წლის სერჟმა მიუნხენის გუნდის შემადგენლობაში 45 მატჩში 17 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მისი კონტრაქტი „ბაიერნთან“ 2023 წლის ივნისში იწურება. გნაბრის საბაზრო ღირებულება 70 მილიონი ევროა (Transfermarkt-ის მიხედვით).















