ისკოს ახალი კლუბის პოვნა უჭირს.

ისკოს ახალი სამსახურის პოვნა უჭირს. Sport.es-ის ცნობით, მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი უკმაყოფილოა მიღებული შეთავაზებებით, რადგან მას ხელფასის მაღალი მოთხოვნები აქვს.
„ლოს ბლანკოსმა“ გადაწყვიტა, 30 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტი არ გაეხანგრძლივებინა და მისი წასვლის შესახებ უკვე განაცხადა.
გავრცელებული ინფორმაციით, ისკოთი „ბეტისი“, „სევილია“, „ვალენსია“ და „რომა“ ინტერესდებიან. თუმცა, ისინი მის ფინანსურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ. წყაროს ცნობით, ესპანელს ახალ კლუბში წელიწადში მინიმუმ 7 მილიონი ევროს გამომუშავება სურს.
გასულ სეზონში ისკომ „რეალ მადრიდის“ მაისურით მხოლოდ 17 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.
შემტევი ნახევარმცველის საბაზრო ღირებულება 7,5 მილიონი ევროა (Transfermarkt-ის მონაცემებით).















