„ვილიარეალის“ თავდამსხმელით „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ლივერპული“ ინტერესდებიან.

არნო დანჯუმა გრონეველდმა შესაძლოა კარიერა ინგლისში გააგრძელოს. „ლივერპული“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ვილიარეალის“ თავდამსხმელით არიან დაინტერესებულნი, იტყობინება „დეილი ექსპრესი“.
ჰოლანდიელის „ვილიარეალთან“ კონტრაქტში 45 მილიონი ევროს ოდენობის გამოსასყიდი პუნქტი ამ ზაფხულს ამოქმედდება. თავად დანჯუმა ამჟამად ტრანსფერზე არ ფიქრობს და ამჟამინდელ კლუბში თავის თამაშზეა კონცენტრირებული.
25 წლის ფეხბურთელს წარმატებული სეზონი ჰქონდა. მან „ყვითელი წყალქვეშა ნავის“ რიგებში 34 მატჩში 16 გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა. თავდამსხმელი ესპანურ გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე მიაღწია.
დანჯუმას „ვილიარეალთან“ კონტრაქტი 2026 წლის ივნისამდეა გათვლილი. Transfermarkt.de ფეხბურთელს 50 მილიონ ევროდ აფასებს.















