18:20 ()
მატჩის გრაფიკი
შაბათს, 05 სექტემბერს
სიის ჩაკეცვა

„ინტერის“ მცველით „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ბაიერნი“ არიან დაინტერესებულნი.

გამოქვეყნების თარიღი: 06/07/2022 15:47

Calciomercato-ს ცნობით, დენზელ დამფრისით „ბაიერნი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ არიან დაინტერესებულნი. 26 წლის მცველის მფლობელი „ინტერი“ მზადაა, მასთან გაიყოს.

ჰოლანდიელი ფეხბურთელი იტალიაში გასულ ზაფხულს პსვ ეინდჰოვენიდან გადავიდა და მილანურ კლუბთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მისი ტრანსფერი ინტერს 13,7 მილიონი ევრო დაუჯდა.

გასულ სეზონში დამფრისმა „ნერაძურის“ შემადგენლობაში 45 მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და შვიდი საგოლე გადაცემა გააკეთა. მისი საბაზრო ღირებულება 20 მილიონი ევროა (Transfermarkt.de-ს მიხედვით).

დენზელმა ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებში პირველად 2018 წლის შემოდგომაზე ითამაშა. სულ მან ეროვნულ ნაკრებში 32 თამაში ჩაატარა (3 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა).


სოციალური კომენტარი კაკლიe