23:48 ()

მორატამ შესაძლოა კარიერა პრემიერ ლიგაში გააგრძელოს

გამოქვეყნების თარიღი: 06/07/2022 15:48

ალვარო მორატა, რომელიც ატლეტიკო მადრიდის საკუთრებაა, შესაძლოა კარიერა ინგლისის პრემიერ ლიგაში გააგრძელოს. Calciomercato-ს ცნობით, ცენტრალური თავდამსხმელით ნიუკასლ იუნაიტედია დაინტერესებული.

გასულ სეზონში მორატა ორწლიანი იჯარით „იუვენტუსში“ თამაშობდა. 29 წლის ესპანელმა ტურინული კლუბის მაისურით 48 მატჩში 12 გოლი გაიტანა და ცხრა საგოლე გადაცემა გააკეთა. მის კონტრაქტში 35 მილიონი ევროს ოდენობის გამოსყიდვის ოფცია შედიოდა, თუმცა „იუვენტუსმა“ ამ ოფციის გამოყენებაზე უარი თქვა.

მორატას იჯარის ვადა 30 ივნისს იწურება, რის შემდეგაც ის „ატლეტიკოში“ დაბრუნდება, კონტრაქტით, რომელიც 2023 წლის ზაფხულამდე იქნება გათვლილი.

თავდამსხმელის საბაზრო ღირებულება 30,000,000 ევროა.

2017-დან 2019 წლამდე მორატა, რომელიც „ჩელსის“ ფეხბურთელი იყო, უკვე თამაშობდა პრემიერ ლიგაში.


სოციალური კომენტარი კაკლიe