ტოტენჰემი ბერგვიინისთვის აიაქსისგან 30 მილიონ ევროს ითხოვს

„ტოტენჰემ ჰოტსპური“ მზადაა, სტივენ ბერგვეინს დაშორდეს და უკვე გამოაცხადა ვინგერის ფასი. ფაბრიციო რომანო იუწყება, რომ ინგლისური კლუბი 24 წლის ფეხბურთელისთვის 30 მილიონ ევროს ითხოვს, რომელსაც „აიაქსი“ ეძებს.
ანტონიო კონტე, რომელიც „ტოტენჰემის“ მწვრთნელია, ბერგვეინს მომავალ სეზონში თავის გუნდში ვერ ხედავს, ამიტომ „ტოტენჰემი“ ჰოლანდიელის გაყიდვას გეგმავს. თუმცა, ლონდონელები მისი ტრანსფერიდან დიდ მოგებას ელიან.
ბერგვენი „ტოტენჰემს“ 2020 წლის იანვარში შეუერთდა. 21/22 წლების სეზონში მან 32 მატჩი ჩაატარა (4 გოლი, 2 საგოლე გადაცემა). კლუბთან მისი კონტრაქტი 2025 წლის ივნისში იწურება.
სტივენ ბერგვეინს შეეძლო ზამთარში ნიდერლანდებში დაბრუნება, მაგრამ მოლაპარაკებები ჩაიშალა.















