„ბაიერნი“ მანეს სანაცვლოდ ფინანსური შეთავაზების გასაუმჯობესებლად მზადაა

„ბაიერნი“ სადიო მანეს შეძენას კიდევ ერთხელ შეეცდება. მიუნხენის კლუბი „ლივერპულს“ 30 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ გაუმჯობესებული შეთავაზების წარდგენას გეგმავს.
გავრცელებული ინფორმაციით, ვინგერის ანაზღაურება 35 მილიონ ევრომდე გაიზრდება. გარიგების ზომა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც კლუბები მანეს ტრანსფერზე ვერ თანხმდებიან.
ადრე, „ბაიერნმა“ სენეგალელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 29 მილიონი ევრო შესთავაზა (ამ თანხაში ბონუსებიც შედიოდა).
მანეს „ლივერპულთან“ კონტრაქტი 2023 წლის ივნისში იწურება. მან 2021/2022 წლების სეზონში „მერსისაიდელების“ რიგებში 51 თამაში ჩაატარა, 23 გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა გააკეთა.
Transfermarkt სადიო მანეს 80 მილიონ ევროდ აფასებს.
წყარო: Sky Sport Germany.















