„ლივერპულმა“ ნუნესის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო შესთავაზა

Record-მა დარვინ ნუნესის ტრანსფერის დეტალები გაავრცელა, რომელიც შესაძლოა მალე „ლივერპულს“ შეუერთდეს. „მერსისაიდელები“ მზად არიან „ბენფიკას“ ცენტრალური თავდამსხმელის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გადაიხადონ.
ინგლისურმა კლუბმა პორტუგალიურ მხარეს უკვე მიმართა ოფიციალური თხოვნით. თუ გარიგება განხორციელდება, ურუგვაელი „ლივერპულის“ ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გახდება. ამჟამად, პირველ ადგილს ვირჯილ ვან დეიკი იკავებს, რომლის ტრანსფერიც „წითლებს“ 88 მილიონი ევრო დაუჯდათ.
2021/22 წლების სეზონში ნუნიესმა „ბენფიკას“ რიგებში 41 თამაში ჩაატარა, 34 გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა. მისი კონტრაქტი ლისაბონურ კლუბთან 2025 წლის ივნისში იწურება.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 22 წლის ურუგვაელით „ტოტენჰემი“ და „რეალი“ იყვნენ დაინტერესებულნი.















