00:15 ()

„ჩელსი“ სტერლინგის მიმართ ინტერესს იჩენს.

გამოქვეყნების თარიღი: 06/11/2022 10:01

„The Telegraph“-ის ცნობით, შესაძლოა, ზაფხულში „მანჩესტერ სიტი“ რაჰიმ სტერლინგს დაშორდეს. ვინგერმა „ჩელსის“ ყურადღება მიიპყრო. ლონდონელები შეტევის გაძლიერების ვარიანტებს იკვლევენ და სტერლინგს პოტენციურ სამიზნედ განიხილავენ.

ადრე, არაერთი წყარო წერდა, რომ „სიტიზანებმა“ თავიანთი პროტეჟე „რეალ მადრიდს“ ძალიან მიმზიდველ ფასად შესთავაზეს, რადგან კლუბთან მისი კონტრაქტი მომავალ წელს იწურება.

სტერლინგი „სიტიში“ „ლივერპულიდან“ 2015 წლის ზაფხულში გადავიდა. გასულ სეზონში ინგლისელმა 47 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და ცხრა საგოლე გადაცემა გააკეთა.

27 წლის ფეხბურთელის სავარაუდო ღირებულება 85,000,000 ევროა (წყარო: Transfermarkt.de).


სოციალური კომენტარი კაკლიe