ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელის ტრანსფერისთვის პსჟ, რეალ მადრიდი და ჩელსი იბრძოლებენ.

რიშარლისონის მომსახურებით, რომლის უფლებებიც „ევერტონს“ ეკუთვნის, რამდენიმე ევროპული გიგანტია დაინტერესებული.
„The Sun“-ის ცნობით, ბრაზილიელით „პარი სენ-ჟერმენი“, „ჩელსი“ და „რეალ მადრიდი“ არიან დაინტერესებულნი. თავად თავდამსხმელი მზადაა, ზაფხულის სეზონის შემდეგ კლუბი შეიცვალოს.
რიშარლისონი „ამერიკა მინეიროში“ ვარჯიშობდა და „ევერტონს“ 2018 წელს შეუერთდა. 25 წლის თავდამსხმელმა 2021/2022 წლების სეზონში „ტოფიშის“ შემადგენლობაში 33 თამაში ჩაატარა (11 გოლი, 5 საგოლე გადაცემა). პრემიერ ლიგის კლუბთან მისი კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში იწურება.
დღეს ფეხბურთელი 50 მილიონ ევროდ არის შეფასებული (Transfermarkt-ის მონაცემებით).
რიშარლისონმა ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 2018 წელს შეასრულა. სულ მან ეროვნულ ნაკრებში 36 თამაში ჩაატარა (14 გოლი გაიტანა).
















