15:28 ()

ოფიციალურად: აბასკალი „სპარტაკის“ მწვრთნელი გახდა

გამოქვეყნების თარიღი: 06/12/2022 00:44

სპარტაკმა ახალი მთავარი მწვრთნელი აირჩია. გილერმო აბასკალი დაინიშნა. 33 წლის ესპანელის კონტრაქტის გაფორმების შესახებ ინფორმაცია „წითელ-თეთრების“ ვებსაიტზე გამოჩნდა. შეთანხმების დეტალები და მისი ხანგრძლივობა არ გახმაურებულა.

„სპარტაკის“ პრესსამსახურმა ახალ მწვრთნელს შემდეგი შეტყობინება გაუგზავნა: „მოხარულები ვართ, რომ კლუბში გიმასპინძლებთ, გილერმო!“

აბასკალი მხოლოდ 33 წლისაა, მაგრამ მას დიდი გამოცდილება აქვს. ესპანელი „სევილიას“ ახალგაზრდულ გუნდს წვრთნიდა, რის შემდეგაც მწვრთნელად კიასოში, ლუგანოში, ასკოლიში და ვოლოსში მუშაობდა.

აბასკალის ბოლო კლუბი „ბაზელი“ იყო, რომელიც მან 2022 წლის ზამთარში ჩაიბარა. ესპანელი მწვრთნელის ხელმძღვანელობით გუნდმა შვეიცარიის ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა.


სოციალური კომენტარი კაკლიe