ოფიციალურად: ჩუამენი „რეალ მადრიდს“ შეუერთდა

მადრიდის „რეალის“ ვებსაიტმა ორელიენ ჩუამენისთან ხელშეკრულების ხელმოწერის შესახებ განაცხადა.
მონაკოს ყოფილმა ნახევარმცველმა მადრიდულ კლუბთან ექვსწლიანი კონტრაქტი გააფორმა. 22 წლის ფრანგი ოფიციალურად 14 ივნისს წარადგინეს სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მონაკოელები ჩუამენის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს მიიღებენ. ამ თანხიდან 20 მილიონს „რეალი“ ბონუსების სახით გადაიხდის.
მონაკომ ჩუამენი ბორდოდან 2020 წელს 18 მილიონ ევროდ შეიძინა. გასულ სეზონში ნახევარმცველმა 50 თამაში ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.
ჩუამენიმ საფრანგეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ცხრა მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. 2021 წელს მან და ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგა მოიგეს.















