პოგბა „იუვენტუსთან“ ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს, რომლის ღირებულებაც 80 მილიონ ევროს შეადგენს.

პოლ პოგბა „იუვენტუსში“ გადასვლასთან ახლოსაა. ტურინული კლუბის ტრანსფერის ღირებულება დაახლოებით 80 მილიონ ევროს შეადგენს (აგენტის ჰონორარი, ხელფასი და ბონუსები).
„გაძეტა დელო სპორტი“ იუწყება, რომ ნახევარმცველი იტალიაში წელიწადში დაახლოებით 10 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, მათ შორის 7,5-8 მილიონ ევროს პირდაპირი გადახდებისა და ბონუსების სახით. პოგბას კონტრაქტი „ბიანკონერისთან“ ოთხწლიანია.
ფრანგი ფეხბურთელით ინტერესი გამოთქვეს „რეალმა“ და „პსჟ-მ“. ამის მიუხედავად, ფეხბურთელი, სავარაუდოდ, „იუვენტუსში“ დაბრუნდება. ის ტურინულ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. მისი კონტრაქტი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ივნისის ბოლომდეა გათვლილი და „წითელმა ეშმაკებმა“ ადრე განაცხადეს, რომ პოლი კლუბს დატოვებდა.
გასულ სეზონში პოგბამ ინგლისური გუნდის მაისურით 27 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.















