ბეილი შესაძლოა რომას ფეხბურთელი გახდეს

Calciomercato-ს ცნობით, გარეთ ბეილის კარიერა შესაძლოა რომაში გაგრძელდეს. მისი მომსახურება რომაულ გუნდს უკვე შესთავაზეს.
„რომას“ ამჟამად ჟოზე მოურინიო ხელმძღვანელობს, რომელიც ადრე ბეილთან მუშაობდა. პორტუგალიელი უელსელს 20/21 წლების სეზონში, „ტოტენჰემის“ მწვრთნელობისას წვრთნიდა.
ბეილის კონტრაქტი „რეალ მადრიდთან“ 2022 წლის ივნისის ბოლომდეა გათვლილი. ვინგერმა ადრე დაადასტურა მადრიდული კლუბიდან წასვლა. იმ კლუბებს შორის, სადაც უელსელი შესაძლოა გადავიდეს, არიან „ნიუკასლი“, „კარდიფი“, „ხეტაფე“ და MLS-ის გუნდები.
ბეილმა 21/22 სეზონი რეალ მადრიდში გაატარა, რომლის შემადგენლობაშიც მხოლოდ 7 მატჩი ჩაატარა (1 გოლი გაიტანა).
32 წლის ფეხბურთელის საბაზრო ფასი 7,000,000 ევროა (Transfermarkt).















