„მანჩესტერ იუნაიტედი“ „დერბი ქაუნთის“ ფეხბურთელის ტრანსფერის მოპოვების ბრძოლაში ლიდერობს

„მანჩესტერ იუნაიტედი“ „დერბი ქაუნთის“ ფეხბურთელის, მალკოლმ ებიოვეის, შესყიდვის მთავარ პრეტენდენტად ითვლება.
ფაბრიციო რომანო აცხადებს, რომ 18 წლის ვინგერისთვის ბრძოლაში „მანჩესტერ იუნაიტედი“ ლიდერობს. „იუნაიტედის“ გარდა, ნიგერიელით „მონაკოც“ აქტიურად არის დაინტერესებული, თუმცა ფეხბურთელი ინგლისის დატოვებას უახლოეს მომავალში არ აპირებს. მალკომით დაინტერესებულთა შორის „კრისტალ პალასი“ცაა.
ებიოვეი დერბი ქაუნთიში 2021 წლის შემოდგომიდან თამაშობს. მისი წინა კლუბი „რეინჯერსი“ იყო. პერსპექტიული ნიგერიელი შესაძლოა ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტი გახდეს, რადგან კლუბთან მისი კონტრაქტი ივნისის ბოლომდეა გათვლილი.
ებიოვეიმ ამ სეზონში ჩემპიონშიფში 16 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.















