პსჟ მზადაა შკრინიარის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო გადაიხადოს.

„პარი სენ-ჟერმენი“ მილან შკრინიარის ტრანსფერის დასრულებას ზაფხულის სეზონის შემდგომ პერიოდში გეგმავს.
ინტერმა, რომელსაც ცენტრალური მცველის კონტრაქტი აქვს, ფრანგული კლუბის პირველი შეთავაზება უარყო. მილანელები 50 მილიონი ევროს შეთავაზებით უკმაყოფილოები იყვნენ. პარიზელები, ყოყმანის მიუხედავად, მზად არიან კომპენსაცია 70-80 მილიონ ევრომდე გაზარდონ.
თავად შკრინიარს „ჯუზეპე მეაცაზე“ დარჩენა სურს. თუმცა, ის მზადაა ზაფხულში კლუბი შეიცვალოს, თუ ეს „ინტერისთვის“ სასარგებლო იქნება.
შკრინიარს „ნერაძურისთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. გასულ სეზონში 27 წლის ფეხბურთელმა 48 მატჩი ჩაატარა (4 გოლი გაიტანა).
სლოვაკის საბაზრო ღირებულება 65 მილიონი ევროა (Transfermarkt). წყარო: Football Italia.















