ფიფამ ინფანტინოს იმიჯის დასაცავად ბრიტანული სააგენტო დაიქირავა.
ფიფამ ბრიტანულ სააგენტო Ten Toes Media-სთან მრავალმილიონიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც ორგანიზაციისა და მისი პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს პოპულარიზაციას უზრუნველყოფს, იტყობინება The Times.
შეთანხმება 22-თვიანია და მისი ღირებულება 2,5 მილიონ ევროს აჭარბებს. გამოცემის მიერ მოყვანილი დოკუმენტების თანახმად, სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი მოვალეობა FIFA-ს სოციალურ მედიასთან მუშაობა იქნება.
„ტენ ტოუს მედიის“ მოვალეობებში ასევე შედის „ფიფასა და პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს იმიჯის დაცვა“. გარდა ამისა, სააგენტომ ხელი უნდა შეუწყოს ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული კონტენტის პოზიტიური აღქმის ჩამოყალიბებას.
კონტრაქტს ინფანტინოს კრიტიკის ფონზე მოეწერა ხელი. ფიფას პრეზიდენტს ადრეც ჰქონდა უარყოფითი რეაქცია მსოფლიო ჩემპიონატისა და ორგანიზაციის ეგიდით ჩატარებული სხვა ტურნირების კომერციული უფლებებისთვის კერძო ინვესტორების მოზიდვის გეგმების გამო.
ფიფას შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები 2027 წლის 18 მარტს არის დაგეგმილი. ინფანტინო საერთაშორისო საფეხბურთო ორგანიზაციას 2016 წლიდან ხელმძღვანელობს.















