21:18 ()

ასტონ ვილამ პსჟ-ს 18 წლის თავდამსხმელი იბრაჰიმა მბაიე გააფორმა.

გამოქვეყნების თარიღი: 09/01/2026 23:41

 

ფრანგულმა კლუბმა პსჟ-მ ოფიციალურად გამოაცხადა 18 წლის თავდამსხმელის, იბრაჰიმ მბაიეს, ინგლისურ კლუბ „ასტონ ვილაში“ ტრანსფერის შესახებ.

მბაიე პარიზულ კლუბს ათწლიანი გატარების შემდეგ ტოვებს. თავდამსხმელი პსჟ-ს აკადემიას 2018 წელს შეუერთდა, როდესაც ათი წლის იყო. ამ პერიოდში მან კლუბის ყველა ახალგაზრდული გუნდი გაიარა, პირველ გუნდში მოხვდა და პარიზელებთან ერთად რვა ტიტული მოიგო.

მბაიეს დებიუტი პსჟ-ს უფროს გუნდში 2024 წელს შედგა. თავდამსხმელი იმ დროს მხოლოდ 16 წლის იყო. მან ფრანგული გიგანტის შემადგენლობაში 42 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა.

„იბრაჰიმ მბაიე ტოვებს კლუბს, რომელსაც 10 წლის ასაკში შეუერთდა, სადაც აკადემიის რიგებში გაიარა პროგრესი, პირველ გუნდში დაიმკვიდრა თავი და რვა ტიტული მოიგო. 18 წლის თავდამსხმელი „ასტონ ვილას“ შეუერთდა. პსჟ ამაყობს იბრაჰიმის განვითარებით, მადლობას უხდის მას და კარიერაში წარმატებებს უსურვებს“, - ნათქვამია პარიზული კლუბის პრესსამსახურის განცხადებაში, რომელიც X სოციალურ მედია პლატფორმაზე გამოქვეყნდა.


სოციალური კომენტარი კაკლიe