„ბაიერ ლევერკუზენმა“ მუსა დიაბი საუდის არაბეთიდან დაიმატა.
ფრანგი შემტევი ნახევარმცველი მუსა დიაბი „ბაიერ ლევერკუზენში “ დაბრუნდება . გერმანული კლუბის პრესსამსახურმა 27 წლის ფეხბურთელის დაბრუნების შესახებ ოფიციალურ ვებგვერდზე განაცხადა.
დიაბი ბუნდესლიგაში საუდის არაბეთიდან გადავიდა, სადაც ბოლოს „ალ-იტიჰადში“ თამაშობდა . ახლა ფრანგი კარიერას „ლევერკუზენში“ გააგრძელებს, სადაც უკვე ოთხი წელი თამაშობდა.
დიაბი კარიერის დასაწყისში შეუერთდა „პარი სენ-ჟერმენს“ და შემდგომში რამდენიმე მატჩი ჩაატარა პარიზის უფროს გუნდში. 2019 წელს ნახევარმცველი „ბაიერ ლევერკუზენში“ გადავიდა , სადაც 2023 წლამდე დარჩა.
„ლევერკუზენში“ ოთხი სეზონის განმავლობაში დიაბიმ ყველა შეჯიბრში 172 მატჩი ჩაატარა. ფრანგმა 49 გოლი გაიტანა და 47 საგოლე გადაცემა გააკეთა. „ბაიერში“ თამაშის დროს ის გუნდის ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ იქცა და მის ერთ-ერთ ლიდერად ითვლებოდა.
გერმანული კლუბის დატოვების შემდეგ, დიაბიმ კარიერა ინგლისში გააგრძელა, შემდეგ კი საუდის არაბეთის ლიგაში აღმოჩნდა. ახლა ფრანგი თავის ნაცნობ გუნდს, ლევერკუზენს დაუბრუნდა.
Transfermarkt-ის მონაცემებით, დიაბის საბაზრო ღირებულება 25 მილიონ ევროდ არის შეფასებული.















