კრიშტიანუ რონალდუ და მილანის მფლობელი ალ-ნასრის შესაძენად გაერთიანდნენ
კრიშტიანუ რონალდუ შესაძლოა მალე „ალ-ნასრის“ ვარსკვლავიდან კლუბის მფლობელად გადაიქცეს. A Bola-ს ცნობით, პორტუგალიელი თავდამსხმელი, ინვესტორთა ჯგუფთან ერთად, საუდის არაბეთის საჯარო საინვესტიციო ფონდისთვის (PIF) გუნდის შესაძენად ოფიციალური შეთავაზების წარდგენას გეგმავს.
შემოთავაზებულ კონსორციუმში, რონალდუს გარდა, შევლენ „მილანის“ მფლობელი და RedBird Capital Partners-ის დირექტორი გერი კარდინალე, ასევე ბიზნესმენები იბრაჰიმ ალ-მუჰაიდიბი, მოჰამედ ალ-ხურაიჯი და შარაფ ალ-ჰარირი. პორტუგალიელი და კარდინალე, სავარაუდოდ, პოტენციურ გარიგებაში მთავარი მოთამაშეები იქნებიან.
წარმოდგენილი ფინანსური გეგმის თანახმად, კონსორციუმის ხუთი წევრიდან თითოეულმა მინიმუმ 92 მილიონი ევროს ინვესტიცია უნდა განახორციელოს. ეს თანხები დაგეგმილია მასშტაბური კაპიტალის გაზრდისა და ალ-ნასრის სტრუქტურის შემდგომი განვითარებისთვის.
მოლაპარაკებები უკვე გადამწყვეტ ფაზაში შედის. RedBird Capital Partners-ის წარმომადგენლები და კონსორციუმის დარჩენილი წევრები მომდევნო 48 საათის განმავლობაში PIF-ის მენეჯმენტს შეხვდებიან. ამ შეხვედრამ შესაძლოა ინიციატივის მომავალი განსაზღვროს.
მთავარი კითხვა ისმის, მზად არის თუ არა საუდის არაბეთის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი, უარი თქვას „ალ-ნასრის“ კონტროლზე და კლუბი ახალ მფლობელებს გადასცეს. თუ მხარეები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, დაგეგმილი გარიგება შესაძლოა ჩაიშალოს.
რონალდუსთვის „ალ-ნასრის“ პოტენციური შეძენა კლუბთან ურთიერთობაში სრულიად ახალ ეტაპს აღნიშნავდა. პორტუგალიელი ამჟამად გუნდში ფეხბურთელის სტატუსით თამაშობს, მაგრამ თუ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება, მას შეუძლია, როგორც ინვესტორს, გუნდის მომავალ განვითარებაზე პირდაპირი გავლენა მოახდინოს.

რეალ მადრიდმა და ბარსელონამ 2027 წელს მანჩესტერ სიტის თავდამსხმელის ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერის შესაძლებლობა შეისწავლეს. ესპანური კლუბები აღიარებენ...

„ლივერპულის“ ყოფილმა მცველმა ჯეიმი კარაგერმა სეზონის იმედგაცრუების შემდეგ ახალ მწვრთნელ ანდონი ირაოლას მხარდაჭერა გამოუცხადა.

2028/2029 წლების უეფას სუპერთასის მატჩი ყაზახეთში გაიმართება. ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირმა მატჩის ადგილად ასტანა შეარჩია...

უეფამ 2028 და 2029 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩების ჩატარების ადგილები დაასახელა. მიმდინარე სეზონის შემდეგ ორი ტურნირის გადამწყვეტი მატჩები...

ატლეტიკო მადრიდის თავდამსხმელი ხულიან ალვარესი იმედოვნებს, რომ ლა ლიგის მეშვიდე ტურში რეალ მადრიდის წინააღმდეგ გასამართი გადამწყვეტი მატჩისთვის მზად იქნება. მატჩი, სავარაუდოდ,...















